ფეხბურთი

14:46 | 14.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგო: „ეს ჩვენი დონეა“

მადრიდის „რეალი“ ბოლო 12 სეზონის განმავლობაში მეათედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ამასთან დაკავშირებით, გუნდის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, როდრიგომ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ეს ჩვენი დონეა. „რეალი“ ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის, კარგი დროებაა თუ ცუდი. ნებისმიერ თამაშში ბოლომდე ვიხარჯებით. ეს შესანიშნავი მენტალიტეტია.“ - ციტირებს როდრიგოს სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ტურნირის მეოთხედფინალში „რეალმა“ ორი მატჩის ჯანში ლონდონის „ჩელსი“ დაამარცხა და ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118274