ფეხბურთი

11:53 | 14.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: „ევროპა ლიგა უნდა მოვიგოთ“

„აინტრახტთან“ ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ, „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთელმა, ჩავი ერნანდესმა თავისი აზრი გაუზიარა ჟურნალისტებს.

„მეტი უნდა ვიმუშაოთ რათა ბურთი უფრო იშვიათად დავკარგოთ. საკუთარი მაყურებლის წინაშე წარვსდგებით და კარგი თამაშით უნდა გავახაროთ ისინი. ჩვენ „ბარსელონა“ ვართ, დიდი ამბიციების გუნდი. ევროპა ლიგის მოგებას ვაპირებთ, ეს ხომ ერთადერთი პრიზია, რიმელიც „ბარსელონას“ არასოდეს მოუპოვებია.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ „აინტრახტისა“ და „ბარსელონას“ პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა ფრანკფურტში 1:1 დამთავრდა.

საპასუხო მატჩი დღეს, 14 აპრილს გაიმართება ბარსელონაში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115026