ფეხბურთი

1:39 | 13.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" სასწაულამდე ცოტა დააკლდა, "რეალმა" ბეწვის ხიდზე გაიარა

ძალიან, ძალიან ცოტა დააკლდა ლონდონის „ჩელსის“ ტიტულის დასაცავად ბრძოლა გაეგრძელებინა, მაგრამ მიზანს საბოლოოდ მაინც ვერ მიაღწია.

ლონდონში, „რეალმა“ 3:1 მოიგო კარიმ ბენზემას ჯადოსნური ჰეთ-თრიქით და თითქოს ყველაფერი იქვე გადაწყდა, მაგრამ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ინგლისელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს. დასაწყისშივე მეისონ მაუნტმა გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში ანტონიო რიუდიგერმა სხვაობა გაზარდა, ორი მატჩის ჯამში კი წონასწორობა აღადგინა. 75-ე წუთზე კარლო ანჩელოტის გუნდი გავარდნის ზღვარზე დადგა - ტიმო ვერნერმა ანგარიში 3:0 გახადა და „ჩელსი“ ისტორიულ ქამ-ბექთან ძალიან ახლოს მივიდა. თუმცა, 5 წუთის შემდეგ ლუკა მოდრიჩმა შედევრი შექმნა.

გენიალური ხორვატის გენიალური პასით როდრიგომ ერთი შეხებით გაიტანა და მატჩის ძირითადი დრო ასე დასრულდა. შესაბამისად, დაინიშნა დამატებითი დრო, რომლის მეექვსე წუთზე ვინ თუ არა, კარიმ ბენზემამ გაიტანა! ფრანგმა ამჯერადაც შეძლო თავის გამოჩენა და „რეალმა“ ეს კონკრეტული თამაში მაინც წააგო 2:3, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, რადგან ორი მატჩის ჯამში 5:4 მოიგო. ისე, ეს თამაში ძალიან ჰგავდა ზუსტად 4 წლის წინანდელ შეხვედრას, ამავე ეტაპზე, მეოთხედფინალში, როცა „რეალმა“ „იუვენტუსს“ სტუმრად 3:0 მოუგო, მერე კი შინ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დრომდე 0:3-ს აგებდა და დამატებითი დრო რომ უნდა დაწყებულიყო, კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი გაიტანა და „სამეფო კლუბი“ ნახევარფინალში გაიყვანა. დაახლოებით, მსგავს ბეწვის ხიდზე გაიარა ახლაც „რეალმა“.

ამრიგად, მადრიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ოთხეულში ზედიზედ მეორედ მოხვდა (შარშან სწორედ „ჩელსისთან“ წააგო), ხოლო „ჩელსიმ“ ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა.

„რეალს“ ნახევარფინალში ან თანაქალაქელი „ატლეტიკო“, ან „მანჩესტერ სიტი“ ელოდება.

„რეალი“ – „ჩელსი“ 2:3 დ.დ (0:2) - ორი მატჩის ჯამში: 5:4

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, ნაჩო (ლუკას ვასკესი 88), ალაბა, მენდი (მარსელო 78); კროოსი (კამავინგა 73), კაზემირო (როდრიგო 78), მოდრიჩი; ვლავერდე, ბენზემა, ვინისიუსი (სებალიოსი 115)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„ჩელსი“ (4-3-3): მენდი; ჯეიმსი, სილვა, რიუდიგერი, ალონსო; კანტე (ზიეში 100), ლოფტუს-ჩეკი (ნიგეზი 106), კოვაჩიჩი (ჟორჟინიო 106); მაუნტი, ჰავერტცი, ვერნერი (პულიშიჩი 83)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 მაუნტი (15), 0:2 რიუდიგერი (51), 0:3 ვერნერი (75), 1:3 როდრიგო (80), 2:3 ბენზემა (96)

გაფრთხილება: ბენზემა (37), ვალვერდე (68), კამავინგა (90), კარვახალი (118) - ჯეიმსი (10), ზიეში (102), ჰავერტცი (109)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 29 (7) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 1:10 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: შიმონ მარჩინაკი (პოლონეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139716