ფეხბურთი

1:36 | 11.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის საგოლე პასი ავსტრიაში (+VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში გრაცის „შტურმა“ ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ოთარ კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, 78-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა. სწორედ მისი გადაცემით გაიტანა 51-ე წუთზე გორენს სტანკოვიჩმა გამარჯვების გოლი. ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 4 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

„შტურმი“ საჩემპიონო ზონაში 27 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 12 ქულით ჩამორჩება, მომდევნო ტურში კი 17 აპრილს, ვენის „რაპიდს“ უმასპინძლებს.

0.11236