ფეხბურთი

17:50 | 6.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას მაისური, რომელიც ინგლისთან მატჩში ეცვა, აუქციონზე 5 მილიონ ევროდ გაიყიდება

დიეგო მარადონას მაისურით, რომელიც მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებთან ეცვა, აუქციონზე გაიყიდება.

მაისური ინგლისის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ სტივ ჰოჯს ეკუთვნის, რომელმაც ის დიეგოს თამაშის შემდეგ გაუცვალა და როგორც მან აღნიშნა, აუქციონზე გაყიდის. მისი თავდაპირველი ფასი 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება, დაახლოებით 5 მილიონი ევრო.

„35 წელზე მეტია ამ მაისურის ამაყი მფლობელი ვარ და ჩემთვის პრივილეგია იყო ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში. მე და დიეგომ მატჩის შემდეგ გვირაბში მაისურები გავცვალეთ. ეს არის რელიქვია, რომელიც შეიძლება შეინახონ მუზეუმში, კლუბში ან კოლექციონერებმა შეიძინონ. ის უნიკალურ მომენტს წარმოადგენს არა მარტო სპორტის, არამედ მეოცე საუკუნის ისტორიაში“, - თქვა ჰოჯმა.

მოსალოდნელია, რომ მარადონას მაისური, რომლითაც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი და ასევე, ერთ-ერთი სკანდალური გოლი („ღმერთის ხელი“) გაიტანა, 5 მილიონ ევროზე მეტად გაიყიდება და თუ ასე მოხდა, 2019 წელს დამყარებულ რეკორდს მოხსნის, როცა ბეისბოლის ვარსკვლავის, ბაბი რუთის მაისური 5 მილიონ ევროდ გაიყიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115258