კალათბურთი

0:11 | 6.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას "ვირტუსმა" ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა დაასრულა და პლეი-ოფში ითამაშებს

ევროთასის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-18 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ფრანგულ „ბურჟს“ ესტუმრა და იოლად, 90:68 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა 17:34 წუთში 2 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. ბოლონიელთა რიგებში საუკეთესო დანიელ ჰაკეტი იყო, რომელმაც 17 ქულა დააგროვა.

„ვირტუს ბოლონიას“ 11 მოგებით და 7 წაგებით B ჯგუფში მესამე ადგილი უკავია და პლეი-ოფის საგზური აქამდეც მოპოვებული ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121352