ფეხბურთი

17:33 | 3.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ გიგაურის ულამაზესი გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 21-ე ტურში მერაბ გიგაურმა ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „კეშლა“ სტუმრად „გაბალას“ დაუზავდა (1:1).

ანგარიში გიგაურმა გახსნა, რომელმაც 32-ე წუთზე შორი მანძილიდან გარე ტერფით დაარტყა და მართლაც ეფექტური გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ მერაბი ადრე „გაბალაში“ თამაშობდა, ასე რომ, ყოფილ გუნდს გაუტანა. მან მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მეოცე მატჩში მეორე გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ „კეშლა“ აზერბაიჯანის ჩემპიონატში 21 ტურის შემდეგ 20 ქულით მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115518