ფეხბურთი

11:26 | 3.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის გოლი ბელგიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგის 33-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის "სერენი" "ოსტენდეს" სტუმრად დაუზავდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი გაიტანა.

მიქაუტაძემ თავი 55-ე წუთზე გამოჩინა და ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა. თასის გათამაშებასაც თუ ჩავთვლით, 21 წლის შემტევის აქტივში 30 მატჩში 13 გოლია. "სერენი" 28 ქულით ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა და 10 აპრილს "გენკს" შეხვდება, ლიგაში დასარჩენად ბრძოლა კი პლეი-აუტში მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123456