ფეხბურთი

18:35 | 2.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბორდალასი: "ყველა მეკარით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მამარდაშვილი ბოლო პერიოდში ძალიან კარგი იყო"

ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში „ვალენსია“ „კადისს“ უმასპინძლებს და მატჩის წინ ხოსე ბორდალასმა პრესკონფერენცია გამართა. ესპანელ სპეციალისტს მეკარეებზეც დაუსვეს შეკითხვა, რადგან იასპერ სილესენი გამოჯანმრთელდა და ამიტომაც, ის ითამაშებს თუ გიორგი მამარდაშვილი ჯერ კიდევ უცნობია.

ბორდალასმა აღნიშნა, რომ ყველა მეკარე მზად არის და მათი მუშაობით კმაყოფილია. მან ხაზი ბოლო პერიოდში გიორგის კარგ თამაშსაც გაუსვა.

„ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი დონე და მნიშვნელოვანია. მე ვცდილობ გამოვიყენო ის, ვინც ვფიქრობ, რომ საუკეთესო ფორმაშია. მიმდინარე სეზონში სამივე მეკარემ ითამაშა, გამოიარეს კარგი თუ ცუდი პერიოდები, მაგრამ ყველა მზად არის. ჯერ კიდევ ადრეა თასის ფინალზე საუბარი. კმაყოფილები ვართ მეკარეებით, ყველანი კარგად არიან, ამ ბოლო დროს გიორგი თამაშობდა, თანაც კარგად და კარგადაც ვარჯიშობს“, - თქვა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ რიგებში ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა, მათ შორის, ბოლო ოთხ შეხვედრაში ზედიზედ და 387 წუთია გოლი არ გაუშვია. აღსანიშნავია, რომ მას გაცილებით კარგი სტატისტიკა აქვს, ვიდრე იასპერ სილესენსა და ხაუმე დომენეკს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110651