ფეხბურთი

15:55 | 1.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი პრემიერლიგაში მარტის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი ინგლისის პრემიერლიგის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მარტში კეინმა პრემიერლიგაში 4 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა - ორი „ევერტონთან“, თითო-თითო „მანჩესტერთან“ და „ბრაიტონთან“.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ინგლისელი ფორვარდის ანგარიშზე პრემიერლიგაში 28 თამაში და 12 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111497