ფეხბურთი

23:36 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო კარიერის განახლებაზე ფიქრობს

ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი სერხიო აგუერო არ გამორიცხავს, რომ საფეხბურთო კარიერა განაახლოს. როგორც მან თქვა, თამაში სურს, მაგრამ ჯერ 5-6 თვე აქტივობა მისთვის დასაშვები არაა.

„უნდა ვაღიარო, რომ გუშინწინ ფეხბურთი ვითამაშე, ექიმებმა კი მითხრეს, რომ 5-6 თვეა აქტივობის გარეშე უნდა ვიყო, მაგრამ მინდა ვივარჯიშო, მინდა მშვიდად ვითამაშო. „მაიამი ინტერიდან“ დამირეკეს, მაგრამ უარი ვუთხარი. მსურს ჯერ ექიმს დავურეკო და დაველაპარაკო. ყატარში იმიტომ ჩავედი, რომ ფიფამ მიმიწვია. ლეგენდასავით მექცევიან და უნდა ვთქვა, რომ ეს ძალიან სასიამოვნოა. როცა თამაშობ, ზუსტად ვერ ხვდები რას აკეთებ, მაგრამ როცა გაფასებენ ადამიანები, ხვდები, რომ დაღლილობაც ყალბია.

არგენტინა ყოველთვის არის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების კანდიდატი. მეოთხედფინალიდან ან ნახევარფინალიდან ყველაზე ძლიერებს უნდა შეხვდე, ეს ის მატჩებია, რომლებსაც შეუძლიათ გუნდს თავდაჯერება შესძინონ და თუ მოიგებ, საოცარ თავდაჯერებას შეიძენ“, - თქვა აგუერომ.

შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუეროს გულის პრობლემების გამო კარიერის დასრულება რამდენიმე თვის წინ მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118741