ფეხბურთი

22:42 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" "შახტარის" ნახევარმცველი დაიმატა

ფრანგულმა „ლიონმა“ ფიფას გამონაკლისი წესი ისარგებლა და დონეცკის „შახტარიდან“ ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ტეტე დაიმატა.

ინფორმაცია ფრანგული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. 22 წლის ფეხბურთელი „ლიონში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩება.

ტეტე „შახტარში“ 2018 წლიდან თამაშობდა და ამ ხნის განმავლობაში 108 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა.

თეგებიტეტელიონი
0.118692