ფეხბურთი

11:52 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 29-ე მონაწილე გახდა

კონკაკაფის შესარჩევი ჯგუფის მე-14 ტურის მატჩში, მექსიკის ნაკრებმა, მეხიკოში, „აცტეკას“ სტადიონზე, სალვადორის ეროვნულ გუნდს 2:0 მოუგო და ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

მე-17 წუთზე ანგარიში ურიელ ანტუნამ გახსნა. 43-ზე კი რაულ ხიმენესმა, თერთმეტმეტრიანი დარტყმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ამავე ჯგუფიდან მანამდე მუნდიალზე კანადისა და აშშ-ის ნაკრებები გავიდნენ. ასე რომ, ტურნირის 32 მონაწილიდან, 29-ის ვინაობა უკვე ცნობილია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128826