ფეხბურთი

1:10 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი: "თამაშამდე არავის ვახსოვარ, წაგებული მატჩის მერე კი ყველას"

თურქული „ადანა დემირსპორის“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ იტალიის ნაკრების წარუმატებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პლეი-ოფში მარცხი ძალიან განიცადა. 31 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მხოლოდ წაგებული თამაშის შემდეგ ახსენდებათ.

„ამან ყველაზე იმოქმედა, ძალიან ცუდად ვიყავი. მსოფლიოს ჩემპიონატი დეკემბერშია, ვფიქრობდი, რომ თუ იტალია იქ გავიდოდა, მუნდიალზე თამაშის შანსი მექნებოდა, არ ვფიქრობდი, რომ ნაკრების კარი ჩემთვის დაკეტილი იყო. ამიტომაც, ამ მარცხით შანსი მეც დავკარგე.

მე ხალხს მხოლოდ მაშინ ვახსენდები, როცა ვმარცხდებით. ახლა ადვილი სათქმელია, თუმცა თამაშამდე ჩემზე არავინ ფიქრობდა. ვუყურე თამაშს, გვქონდა მომენტები, მე კი კარის წინ კარგად თამაში შემიძლია. მარიო იქ რომ ყოფილიყო, მოვიგებდით, გოლის გატანის კარგი შანსი მაინც გვექნებოდა.

მანჩინისთან არ მისაუბრია, მაგრამ მე ის მიყვარს და მიხარია, რომ რჩება. მან ევროპის ჩემპიონატი უკვე მოიგო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მწვრთნელმა მოკლე დროში ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა და ევროპის ჩემპიონი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას არავინ ელოდა. მან დაიმსახურა, რომ მუშაობა გააგრძელოს“, - თქვა ბალოტელიმ.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელის იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 36 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, თუმცა ბოლოს „სკუადრა აძურას“ მაისური 2018 წელს მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116198