ფეხბურთი

19:16 | 29.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილმა "ვოლფსბერგერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა „ვოლფსბერგერთან“ კონტრაქტი, რომელიც 2022 წლის ზაფხულში იწურებოდა, გაახანგრძლივა. ინფორმაცია ავსტრიული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ლოჩოშვილი „ვოლფსბერგერში“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება. „ბევრი მიზანი გვაქვს მიმდინარე სეზონში, მაგრამ ასევე მომავალში და მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფერში ჩემს წვლილს შევიტან“, - თქვა ქართველმა მცველმა.

ლუკა ლოჩოშვილი „ვოლფსბერგერში“ 2020 წლიდან თამაშობს და 59 მატჩი ჩაატარა. ის ავსტრიული კლუბის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და მიმდინარე სეზონში მოედანზე 25-ჯერ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115034