ფეხბურთი

14:22 | 29.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე „არსენალში“ არ მიდის

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი თითქოსდა ლონდონის „არსენალში“ სამუშაოდ წასვლის ამბავი, ტყუილია.

„არსენალს“ ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ ჩემი ამ კლუბში სავარაუდო მუშაობის ინფორმცია ჩვენგან არ წამოსულა.

დღეისათვის მსოფლოში აუარებელი ყალბი ინფორმაცია ტრიალებს და ამაზე ძალიან მწყდება გული. იმედია შეცდომას გაასწორებენ.

ჩემს ოჯახს მივმართავ: ნუ ნერვიულობენ, ბრაზილიის ნაკრებს დიდ პატივს ვცემ.“ - ციტირებს ტიტეს სიტყვებს Goal.

შეგახსენებთ, რომ 60 წლის ტიტე „სელესაოს“ 2016 წლის ზაფხულიდან წვრთნის, მის არსებულ კონტრაქტს კი ვადა წლეულს, 31 დეკემბერს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110833