ფეხბურთი

22:50 | 28.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "მხოლოდ მე გადავწყვეტ, როდის დავასრულებ კარიერას, სხვა ვერავინ"

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალის წინ ისაუბრა. როგორც რონალდუმ აღნიშნა, კარიერის დასრულებაზე გადაწყვეტილებას პირადად მიიღებს და მის არჩევანში სხვა არავინ ჩაერევა.

„წნეხი ყოველთვის არსებობს, ჩვენ ყველანი მზად ვართ, ძალიან გვინდოდა ამ ფინალში თამაში. იტალია თუ ჩრდ. მაკედონია? თუ ფინალში მაკედონიაა, გამოდის, რომ დაიმსახურეს.

ბევრი მეკითხება, რომ ეს ჩემი ბოლო ჩემპიონატია თუ არა. ვინც ჩემს მომავალს გადაწყვეტს, ეს მხოლოდ მე ვარ, სხვა არავინ. თუ თამაში მენდომება, ვითამაშებ, თუ არ მენდომება თამაში, არ ვითამაშებ, ეს ჩემზე იქნება დამოკიდებული, მორჩა.

ერთი დღით ვცხოვრობ, ხვალ რა მოხდება, მხოლოდ ღმერთმა იცის. მომწონს ფეხბურთის თამაში და ვგრძნობ, რომ ისევ სასარგებლო ვარ, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში. მე გადავწყვეტ როდის წავიდე და არა ფანები, ოჯახი ან ჟურნალისტები“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას 29 მარტს, პორტუში უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120954