ჭიდაობა

18:33 | 28.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: სამი ნახევარფინალისტი ევროპის ჩემპიონატზე

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში სამივე ქართველს აზერბაიჯანელი მეტოქე ეყოლება. ბუჯიაშვილი რზაზადეს დაუპირისპირდება, იაკობიშვილი - ბაირამოვს, ხოლო გამყრელიძე - აშიროვს.

ნახევარფინალები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს „სილქ უნივერსალი" გადასცემს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114182