სხვა

12:04 | 26.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გუბანოვას მე-6 ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატზე

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში გათამაშდა მედლების მეორე კომპლექტი ქალთა კატეგორიაში, სადაც 27 ქვეყნის 31 სპორტსმენს შორის ასპარეზობდა ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა.

ანასტასიამ მე-4, უმაღლესი დონით შეფასებული ყველა სავალდებულო ტექნიკური ელემენტის უშეცდომოდ შესრულებისა და პროგრამის წარმოდგენის შედეგად ორი პროგრამის ჯამში მსაჯებისაგან 196,61 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა და მხოლოდ იაპონიის, ბელგიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებს ჩამორჩა, რაც უდავოდ მაღალი შედეგია ანასტასია გუბანოვასათვის, რომლისთვისაც ეს მსოფლიო ჩემპიონატი პირველია მის კარიერაში.

ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა კატეგორიაში მე-6 ადგილი უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაშიც.

27 მარტს, ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს გათამაშდება მედლების კომპლექტი მამაკაცებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიაში, სადაც იასპარეზებენ მორის ყვითელაშვილი და მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.076881