სხვა

20:24 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მორის ყვითელაშვილის მეშვიდე ადგილი მოკლე პროგრამაში მსოფლიოს ჩემპიონატზე

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილმა იასპარეზა და მოკლე პროგრამაში მეშვიდე ადგილზეა.

ქართველმა მოციგურავემ ჯამში 92.61 ქულა მიიღო და მხოლოდ 6 სპორტსმენს ჩამორჩა. ამრიგად, მორისი თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს და მედლის შანსსაც ინარჩუნებს.

აქვე გეტყვით, რომ თავისუფალი პროგრამა მსოფლიოს ჩემპიონატზე 26 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117151