ფეხბურთი

23:20 | 17.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟინიოს აგენტი: "იუვენტუსის" ინტერესის შესახებ ვიცი, მაგრამ "ჩელსიში" დარჩენა პრიორიტეტია"

იტალიის ნაკრების ნახევარმცველ ჟორჟინიოს „ჩელსიში“ დარჩენა სურს. როგორც ფეხბურთელის აგენტმა ჟოაო სანტოსმა განაცხადა, მათი პრიორიტეტი კონტრაქტის გახანგრძლივებაა, რომელიც 2023 წელს იწურება.

„ამჟამად „ჩელსისთვის“ სატრანსფერო ბაზარი დაბლოკილია, მაგრამ თუ სიტუაცია შეიცვლება, ჩვენი პრიორიტეტი კონტრაქტის განახლება იქნება. „იუვენტუსთან“ არ მილაპარაკია, მაგრამ ვიცით, მათი ინტერესის შესახებ“, - თქვა ჟოაო სანტოსმა.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟინიო „ჩელსიში“ 2018 წელს „ნაპოლიდან“ გადავიდა და მას შემდეგ 179 მატჩში 26 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098714