ფეხბურთი

12:17 | 17.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა გაძარცვეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, პოლ პოგბა, ოთხშაბათს, „მანჩესტერ“ – „ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის მსვლელობისას (0:1) გაძარცვეს. ამ დროს შინ მისი შვილები იმყოფებოდნენ.

„გასული საღამო ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე კოშმარული იყო. სახლში მძარცველები შეიჭრნენ. ამ დროს ბავშვებს ეძინათ. ბოროტმოქმედებმა სახლში დაახლოებით ხუთ წუთს დაჰყვეს, მაგრამ ამ მცირე დროის მონაკვეთში წაიღეს იმაზე მეტად ფასეული, რაც შინ გვქონდა - უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა.

ეს მატჩის ბოლო წუთების მიმდინარეობისას მოხდა. მათ იცოდნენ, რომ შინ არ ვიქნებოდით. როცა მეუღლესთან ერთად სახლში ვბრუდებოდი, არ ვიცოდი, გადარჩენილები იყვნენ თუ არა ჩვენი შვილები.

როგორც მამა, ვიტყვი, რომ არ არსებობს იმაზე საშინელი განცდა, როცა შვილების გვერდით არ ხარ და ვერ იცავ მათ. გულწრფელად ვიმედოვებ, არავინ გადაიტანს იმ გრძნობას, რაც ჩვენმა ოჯახმა გადაიტანა.“ - წერს პოგბა ტვიტერში.

თეგებიპოლ პოგბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116072