სხვა

0:43 | 16.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურიამ სასტუმროში პედი პიმბლეტთან იჩხუბა (+VIDEO)

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ლონდონის სასტუმროში ბრიტანელ პედი პიმბლეტთან იჩხუბა.

ბრიტანელმა, რომელიც გამოირჩეოდა ქართველი მებრძოლებისა და საქართველოს შეურაცხყოფით, ქართველს სადეზინფექციო ხსნარი ესროლა, რაზეც ილიასგან პასუხი მიიღო - მუშტი სახეში.

„მე გაგაფრთხილე! ეს ხდება, როცა მე და ჩემს ქვეყანას პატივს არ გვცემ. დამინახე და ჩემი მოკითხვა გინდოდა, რადგან შარვალში ჩაისვარე. მადლობა უთხარი ჩემს გუნდს, რადგან, რომ არა ისინი, თავს მოგაძრობდი. ეს არ არის ტვიტერი, ეს რეალური ცხოვრებაა“, - დაწერა ილიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ილია თოფურია ლონდონში UFC-ის ეგიდით იმყოფება, სადაც 19 მარტს ბრიტანელი ჯეი ჰერბერტის წინააღმდეგ იბრძოლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122223