ფეხბურთი

12:53 | 15.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილმა „სიტის“ და „ლივერპულის“ შემტევები შეადარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მცველს, გარი ნევილს მიაჩნია, რომ ამჟამად „ლივერპულს“ უკეთესი შეტევის ხაზი ჰყავს, ვიდრე „მანჩესტერ სიტის.“

ეს კომენტარი მან პრემიერლიგის 29-ე ტურში „კრისტალ პალასისა“და „მანჩესტერ სიტის“ (0:0) მატჩის შემდეგ გააკეთა.

„ლივერპულს“ რომ ეთამაშა „კრისტალ პალასთან“ აუცილებლად მოუგებდა. იმიტომ, რომ მათ უკეთესი თავდასხმა, უკეთესი შემტევები ჰყავთ. ისინი უფრო დაუნდობლები არიან. „სიტისაც“ ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ საჯარიმოში ცივსისხლიანობა აკლიათ.“ - ციტირებს ნევილის სიტყვებს Monday Night Football.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10745