ავტოსპორტი

3:02 | 15.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი დედის გვარს დაიმატებს

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ მალე თავის გვარს, დედის, კარმენ ლარბალესტიერის გვარს დაუმატებს. 37 წლის ბრიტანელმა, დუბაის ექსპო 2020-ზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ საკითხზე უკვე მუშაობს და იმედი გამოთქვა, რომ ეს მალე მოხდება.

„მე ვამაყობ ჩემი ოჯახის გვარ ჰამილტონით. ბევრმა არ იცის, რომ დედაჩემის გვარი ლარბალესტიერია. მე ჩემს გვარზე მის დამატებას ვაპირებ. არ მესმის, დაოჯახებისას, ქალი რატომ კარგავს თავის გვარს. ძალიან მინდა, დედაჩემის გვარი, ჰამილტონის გვართან ერთად იყოს“, - ამბობს „მერსედესის“ პილოტი.

ჰამილტონის მშობლები ერთმანეთს მაშინ დაშორდნენ, როდესაც ლუისი ორი წლის იყო. დედა ჩემპიონთან ერთად იყო, როდესაც მას უინძრის სასახლეში, რაინდის წოდება მიენიჭა.

ჰამილტონი ახალ სეზონში მერვე ტიტულისთვის ბრძოლას აპირებს, თუმცა ბაჰრეინში გამართული ტესტების შემდეგ განაცხადა, რომ ახალი მანქან გამარჯვებისთვის ჯერ მზად არაა.

ჰამილტონი ამბობს, რომ გამარჯვება ყველაფერს არ ნიშნავს და რომ „ზოგჯერ, როცა აგებ, ეს შენთვის გამრჯვებაა და გაზრდის საშუალებას გაძლევს. ხალხს ვურჩევ, რომ მარცხის არ შეეშინდეთ“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114212