კალათბურთი

19:10 | 14.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი - ლიგა ენდესას ტურის MVP (+VIDEO)

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ტენერიფეს ქართველი ცენტრი თავის გუნდს სტუმრად, “სარაგოსას” დამარცხებაში დაეხმარა. კუნძულელებმა შერმადინის ლიდერობით სარაგოსელები 77:62 დაამარცხეს.

შერმადინის მონაგარი ასეთი იყო: 26 წუთი, 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი. გიორგიმ 9 ცდიდან 8 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოდან კი 6-დან ყველა მიზანში გაარტყა. მარგი ქმედების კოეფიციენტიც (+36) ყველაზე მეტი დაუგროვდა და ცხადია, სწორედ ის აღიარეს მატჩის საუკეთესო კალათბურთელად, ხოლო მოგვიანებით, როცა 24-ე ტურის ყველა მატჩი დასრულდა, ის ტურის საუკეთესოდაც დასახელდა.

შერმადინმა ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიმდინარე სეზონში მეორედ მოიგო, კარიერაში კი მე-14-ედ.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123793