ფეხბურთი

17:52 | 13.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ფანებმა მესის და ნეიმარს უსტვინეს (+VIDEO)

„პარი სენ ჟერმენის“ ფანები ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი წარუმატებლობის შემდეგ, როგორც ჩანს ძალიან გაბრაზებულები არიან და მთელ გუნდს „ბორდოსთან“ მატჩში ობსტრუქცია მოუწყვეს.

ფრანგული კლუბის გულშემატკივრებმა ლიონელ მესის და ნეიმარს უსტვინეს! ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე შემადგენლობების გამოცხადებისას, როდესაც სტადიონის დიქტორმა ნეიმარის და მესის გვარები გამოაცხადა, ტრიბუნებიდან სტვენა გაისმა. სტვენა ისმოდა თამაშის დროსაც, როცა ბრაზილიელი და არგენტინელი ვარსკვლავები ბურთს იღებდნენ.

ფანების რისხვას გადაურჩა კილიან მბაპე, რომელიც „რეალთან“ ორივე შეხვედრაში თავისი გუნდის ნათელი წერტილი იყო.

აქვე გეტყვით, რომ პარიზელებმა „ბორდო“ კილიან მბაპეს, ნეიმარისა და ლეანდრო პარედესის გოლებით 3:0 დაამარცხეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113493