ფეხბურთი

12:56 | 13.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას გამარჯვების და სადებიუტო გოლი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში (+VIDEO)

სამხრეთ კორეის K ლიგა 2-ში (რანგით მეორე დივიზიონი) ნიკა კაჭარავამ სადებიუტო გოლი გაიტანა.

„ჯეონამის“ ქართველმა ფორვარდმა მეოთხე ტურში „გეონგნამთან“ 79-ე წუთამდე ითამაშა და თავი 27-ე წუთზე გამოიჩინა, როცა მეტოქის კარი ახლო მანძილიდან დალაშქრა და სხვათა შორის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1 თავისი გუნდის სასარგებლოდ.

კაჭარავამ ამ შეხვედრაში ყვითელი ბარათიც მიიღო, მიმდინარე სეზონის მესამე მატჩში კი პირველად გაიტანა. „ჯეონამი“ ოთხი ტურის თავზე ოთხი ქულით მეშვიდე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110321