ფეხბურთი

1:45 | 13.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა, "იუვე" 15 ტურია არ აგებს

„მილანი“ აგრძელებს სკუდეტოსკენ სვლას და მორიგი უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. სტეფანო პიოლის გუნდმა შინ „ემპოლის“ მოიგო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საჩემპიონოდ შემართულია.

„როსონერის“ გამარჯვებისთვის პიერ კალულუს ერთადერთი გოლი ეყო, რომელმაც თავი მე-19 წუთზე გამოიჩინა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. „მილანს“ 63 ქულა გაუხდა და „ინტერს“ უკვე 5 ქულით უსწრებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ორი მატჩით მეტიც აქვს ჩატარებული. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ შავ-წითლების საჩემპიონო შანსი ტურიდან ტურამდე იზრდება.

რომ არა, სეზონის საწყის სამ ტურში საშინელი სტარტი, როცა მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, ახლა ლიდერი „იუვენტუსი“ იქნებოდა. მასიმილიანო ალეგრის ტრავმების გამო უამრავი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია, მაგრამ მაინც ახერხებს არსებული რესურსით პრაქტიკულად მაქსიმუმი მიიღოს. „იუვეს“ სერია A-ში უკვე 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 10 მოგება, 5 ფრე.

ტურინულმა გრანდმა მორიგი გამარჯვება სტუმრად გენუაში, „სამპდორიასთან“ მოიპოვა და მნიშვნელოვანი ქულები შემატა მონაგარს. „ბიანკონერიმ“ მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, როცა იოშიდას ავტოგოლით და ალვარო მორატას პენალტით 2:0 დაწინაურდა. მართალია, გენუელებმა მატჩის მიწურულს ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ იქვე მორატამ დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:1 ტურინელთა სასარგებლოდ. „იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 56 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, თუმცა, ცხადია, ახლა უფრო მეტის ამბიციები აქვს, ვიდრე თუნდაც ერთი თვის წინ.

სკუდეტოს კიდევ ორი მაძიებელი, „ინტერი“ და „ნაპოლი“ კვირას ითამაშებენ - მილანელები „ტორინოს“, ნეაპოლელები კი „ვერონას“ ესტუმრებიან.

„სპეცია“ – „კალიარი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ერლიჩი (55), 2:0 მანაი (74)

„სალერნიტანა“ – „სასუოლო“ 2:2 (1:2)

გოლები: 1:0 ბონაცოლი (8), 1:1 სკამაკა (20), 1:2 ტრაორე (30), 2:2 ჯურიჩი (81)

„სამპდორია“ – „იუენტუსი“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 იოშიდა (23, ა.გ), 0:2 მორატა (34, პენ), 1:2 საბირი (84), 1:3 მორატა (88)

„მილანი“ – „სპეცია“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კალულუ (19)

0.115838