ფეხბურთი

0:50 | 13.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მსოფლიო რეკორდი - 807 გოლი კარიერაში

ინგლისური პრემიერლიგის 29-ე ტურის მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ტოტენჰემს“ 3:2 მოუგო. მასპინძელთაგან ჰეთ-თრიქი შეარულა კრიშტიანუ რონალდუმ. ამისდაკვალად, საკლუბო დონეზე და ნაკრებში, პორტუგალიელს ჯამში 807 გატანილი ბურთი მოუგროვდა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

მანამდე რეკორდი ჩეხ და ავსტრიელ თავდამსხმელს, იოჟეფ ბიცანს ეკუთვნოდა - 805 გოლი. თუმცა, ჩეხეთის საფეხბურთო ასოციაცია ამტკიცებს, რონ ბიცანმა ოფიციალურ მატჩებში, კარიერის განმავლობაში 821 გოლი გაიტანა.

ეს ფიფას მიერ რეგისტრირებული ოფიციალური გოლებია. ამ სიის მიხედვით, მესამე ადგილზე ბრაზილიელი რომარიოა (772 გოლი), მეოთხეზე - არგენტინელი ლიონელ მესი (759), მეხუთეზე - ბრაზილიელი პელე (757).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.062376