ავტოსპორტი

3:10 | 12.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდო კოვიდ-ით დაავადდა და ბოლო ტესტებს გამოტოვებს

„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ მისი ავსტრალიელი პილოტი დანიელ რიკარდო კოვიდ-ით არის ინფიცირებული და ამის გამო, ბოლო ტესტებში ვერ ღებულობს მონაწილეობას.

რიკარდოს ტესტებში ხუთშაბათს უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ოთხშაბათს შეუძლოდ გახდა და ამის გამო, ის ლანდო ნორისმა შეცვალა. პირველ ტესტებზე შედგები უარყოფითი იყო, მაგრამ PCR ტესტმა ინფიცირება დაადასტურა.

ბაჰრეინის საკარანტინო წესების შესაბამისად, თუ რიკარდო გამოჯანმრთელებას მოასწრებს, ის მომდევნო უქმეებზე, ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

„მაკლარენი“ აცხადებს, რომ რიკარდო თავს უკეთ გრძნობს. მისი არყოფნისას კი ბაჰრეინის ტესტების სრული პროგრამის გავლა ნორისს უწევს.

„არ გამიმართლა და ტესტებზე მონაწილეობის მიღება ვერ შევძელი. მაგრამ ახლა უკეთ ვარ. ჯერჯერობით იზოლაციაში ვრჩები და იმედი მაქვს, მომდევონ კვირაში, სეზონის გახსნაზე გამოსვლას შევძლებ. დიდი მადლობა ლანდოს და მაკლარენს ჩემს მაგივრად მუშაობისთვის. ბიჭებო, ლუდი ჩემზეა (ლანდოსთვის რძე). ყველას მადლობა კეთილი სურვილებისთვის“, - სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში წერს რიკარდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123639