ფეხბურთი

15:47 | 10.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „არ ვიცი, რამდენიმე წელიწადში სად წამიყვანს ბედი“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა, ჟურნალისტებს თავისი მომავლის შესახებ ესაუბრა.

„არ ვიცი, რამდენიმე წელიწადში სად წამიყვანს ბედი. რაც მოსახდენია, მაინც მოხდება. როცა „სიტის“ დატოვების დრო მოვა, შინ წავალ და დავისვენებ.

მაგრამ ვიცი, რომ ასე დიდ ხანს ვერ გავძლებ. შეიძლება არგენტინაში წავიდე და იქ გავწვრთნა. მაგალითად „ბოკა ხუნიორსი,“ რათა მისი ფანები არ გამიბრაზდნენ. ადრე ხომ ვამბობდი, რომ ამ კლუბს თანავუგრძნობდი.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს არგენტინული Ole.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს „სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში პორტუგალიურ „სპორტინგთან“ შინ უგოლო ფრე ითამაშა და რადგან პირველ შეხვედრაში 5:0 მოეგო, მეოთხედფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110966