ფეხბურთი

15:27 | 10.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუტრაგენიო: „რეალს“ აქვს რწმენა, ვაჟკაცობა და ჰყავს პიროვენებები“

„რეალის“ დირექტორი, ემილიო ბუტრაგენიო, ჟურნალისტებს მადრიდული კლუბის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის თაობაზე ესაუბრა.

„მბაპემ დაგვარწმუნა, რომ ის თამაშის განმსაზღვრელი ფეხბურთელია. ძალიან სახიფათო. მაგრამ ჩვენ უნდა ვისიამივნოთ იმით, რაც მოხდა. ეს ხომ დაუვიწყარი სპექტაკლი იყო. „რეალს“ ჰქონდა ორი ჯადოსნური წუთი, რომელმაც ყველაფერი გადაწყვიტა. ამ გუნდს აქვს რწმენა, ვაჟკაცობა და ჰყავს პიროვენებები.“ - ციტირებს ბუტრაგენიოს სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „პარი სენ-ჟერმენს“ 3:1 მოუგო (პირველი შეხვედრა 0:1) და მეოთხედფინალში გავიდა.

0.111737