ავტოსპორტი

2:28 | 10.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაგნუსენი „ჰაასში“ დაბრუნდა

ფორმულა 1-ის ამერიკულმა გუნდმა „ჰაასმა“ გამოაცხადა, რომ ახალ სეზონში, რუსი ნიკიტა მაზეპინის ნაცვლად, დანიელი კევინ მაგნუსენი იასპარეზებს. გუნდმა რუს პილოტს და მის სპონსორ „ურალკალის“ კონტრაქტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო გაუწყვიტა.

„ჰაასი“ რამდენიმე პილოტის კანდიდატურას განიხილავდა. ბაჰრეინის ტესტებისთვის გუნდმა თავისი სარეზერვო პილოტი, ბრაზილიელი პიეტრო ფიტიპალდი გამოიძახა. თუმცა მაშინვე გამოაცხადა, რომ ჩემპიონატისთვის გამოცდილი პილოტი ესაჭიროება.

ასეთებად რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა. მაგნუსენის გარდა, მათ შორის იყვნენ გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი და იტალიელი ანტონიო ჯოვინაცი. საბოლოოდ, არჩევანი დანიელზე შეჩერდა, ვინც 2017-2020 წლებში სწორედ „ჰაასის“ საპრიზო პილოტი იყო.

აღსანიშნავია, რომ მაგნუსენი ახალ სეზონში, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატსა (პეჟოსთან ერთად) და ანალოგური კლასის ამერიკულ IMSA-ში (ჩიპ განასისთან ერთად) ასპარეზობას გეგმავდა. თუმცა „ჰაასისგან“ მიწვევის მიღებისთანავე, გეგმები შეცვალა.

მაგნუსენი სასწრაფოდ გაემგზავრა ბაჰრეინში, სადაც მიკ შუმახერთან და ფიტიპალდისთან ერთად, წინასასეზონო ტესტებში მიიღებს მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113269