ფეხბურთი

11:51 | 8.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი - უკრაინის სიტუაციაზე: „ძალიან ბნელი დროება დადგა ყველასათვის“

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი, ჟურნალისტებს ამჟამად უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა.

„სიტუაცია დრამატულია. საერთოდ სპორტი აერთიანებს და არ აცალკევებს ადამინებს. ახლა რთული დროება დადგა, განსაკუთრებით უკრაინელი ხალხისთვის. ვცდილობთ რაიმეთი დავეხმაროთ მათ, რადგან ვიცით, რომ იქ ბევრი დაზარალებული ადამიანია.

ძალიან ბნელი დროება დადგა ყველასათვის. ძნელი წარმოსადგენია, რომ 2022 წელს კიდევ შეიძლება სადმე სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდეს და ადამიანები იღუპებოდნენ...“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Sportface.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108544