ფეხბურთი

13:34 | 7.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ მანჩესტერულ დერბიში უთამაშებლობის გამო პორტუგალიაში დაბრუნდა

კრიშტიანო რონალდუს მანჩესტერულ დერბიში, რომელიც მისმა გუნდმა 1:4 წააგო, არ უთამაშია, ოფიციალურ მიზეზად ტრავმა დასახელდა.

თუმცა, ბრიტანულ მედიაში არ წყდება საუბარი, რომ მისი უთამაშებლობის მიზეზი არა დაზიანება, არამედ რალფ რანგნიკის ტექნიკური გადაწყვეტილება იყო. The Athletic-ი წერს, რომ კრიშტიანუმ ინგლისი საერთოდ დატოვა და პორტუგალიაში დაბრუნდა.

ფეხბურთელი უკმაყოფილო დარჩენილა რანგნიკის გადაწყვეტილებით, რომელმაც აცნობა, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა. საინტერესოა, რომ კრიშტიანუს დამ, კატია ავეირომ სოციალურ ქსელში მოიწონა კომენტარი, რომელშიც ერთ-ერთი გულშემატკივარი წერდა: „100%-ით ტექნიკური მიზეზების გამო არ თამაშობს“.

რალფ რანგნიკმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ კრიშტიანუს ტრავმა აქვს, მაგრამ ამ ვერსიის ბევრს არ სჯერა, მათ შორის როი კინს: „ის მანქანაა, რომელიც იშვიათად ზიანდება. ეს უცნაურია“.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე 15 გოლია, თუმცა, 2022 წელს თავი მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა. არაა გამორიცხული პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გუნდი სეზონის ბოლოს დატოვოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119457