ფეხბურთი

11:00 | 6.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენის ტაქტიკური ჯარიმა და მეტოქის რეაქცია: ის ჩხუბს აპირებდა, მაგრამ ბოლოს დანიელს ჩაეხუტა (+VIDEO)

კრისტიან ერიკსენი 266 დღის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და თანაც, 90 წუთი ითამაშა.

„ბრენტფორდის“ დანიელი ფეხბურთელი პრემიერლიგის ბოლო ტურში „ნორვიჩთან“ საგარეო შეხვედრაში (3:1) მოედანზე შეუცვლელად იყო.

აღნიშნული მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში მან მეტოქე ბრენდონ უილიამსი წააქცია, რომელიც ძალიან გაბრაზდა და კრისტიანთან ჩხუბს აპირებდა, თუმცა როცა მიხვდა, რომ მის წინ ერიკსენი იყო, სულ სხვა რეაქცია გამოავლინა - დანიელ ფეხბურთელს ჩაეხუტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114726