ფეხბურთი

2:16 | 6.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რეალის“ იოლი გასეირნება. წინ „პარი სენ-ჟერმენია“

ლიდერი, მადრიდის „რეალი,“ „სოსიედადს“ მასპინძლობდა და 4:1 დაამარცხა. თუმცა თავიდან აგებდა. ესპანეთის ნაკრების შემტევმა, მიკელ ოიარსაბალმა მათ ადრეული პენალტი გაუტანა. ეს იყო და ეს. შემდეგ მადრიდელების ჯერი დადგა. მათ ოთხჯერ დააწყებინეს სტუმრებს თამაში ცენტრიდან. ძალიან აჯობეს.

თავი ჯერ ედუარდუ კამავინგამ გამოიჩინა, შემდეგ ლუკა მოდრიჩმა, კარიმ ბენზემამ, პენალტით და შეცვლაზე შესულმა მარკო ასენსიომ. ბენზემას კიდევ ერთი ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაუთვალეს.

ახლა „რეალს“ 63 ქულა მოუგროვდა და 8 პუნქტთ უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „სევილიას.“ თუმცა მადრიდელი ფეხბურთელების გონება, ალბათ „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩზეა გადართული, რომელიც 9 მარტს გაიმართება „სანტიაგო ბერნაბეუზე.“ პირველი მატჩი ფრანგებმა მოიგეს - 1:0.

„ვალენსიამ“ სიცხიანი გიორგი მამარდაშვილის გარეშე დაამარცხა „გრანადა“ – 3:1. გოლები გონსალუ გედეშმა, მაქსი გომესმა და კარლოს სოლერმა გაიტანეს. ერთი საპასუხოც ქართველი მეკარის მაგიერ მოთამაშე ხაუმე დომენეკმა შეაგდო საკუთარ კარში.

ეს „ღამურების“ ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ, რამაც მათი მთავარი მწვრთნელი, ხოსე ბორდალასი ერთობ კმაყოფილი დატოვა.

„კარგი კვირა გამოგვივიდა, სამი მატჩი მოვიგეთ. ბედნიერი ვარ. გვქონდა მცირე ჩავარდნა, მაგრამ ახლა თამაში გამოვასწორეთ. ყველა მოთამაშე ქების ღირსია. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ.“ - განაცხადა ბორდალასმა.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

27-ე ტური. 5 მარტი

რეალი - სოსიედადი 4:1

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“:

0:1 ოიარსაბალი (10 პენ), 1:1 კამავინგა (40), 2:1 მოდრიჩი (43), 3:1 ბენზემა (76 პენ), 4:1 ასენსიო (79)

რეალი: კურტუა, კარვახალი (ლუკას ვასკესი 84), მილიტაო, ალაბა, მენდი, კაზემირო, კამავინგა, მოდრიჩი (სებალიოსი 82), როდრიგო (ასენსიო 77), ბენზემა (დიასი 84), ვინისიუსი (მარსელო 82)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

სოსიედადი: რემირო, სალდუა (ელუსტონდო 64), პაჩეკო (რაფინია 46), ლე ნორმანი, სუბელდია, გოროსაბელი, ილიარამენდი (სუბიმენდი 64), მერინო, დავიდ სილვა (ჯუაჰრა 46), ოიარსაბალი, ისაკი (სიორლოტი 80)

მწვრთნელი: იმანოლ ალგუასილი

მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

გაფრთხილება: სალდუა (58), მერინო (81)

ვალენსია - გრანადა 3:1

ვალენსია. „მესტალია““

1:0 გედეში (48), 2:0 მაქსი გომესი (51), 2:1 დომენეკი (56 საკ. კარში), 3:1 სოლერი (61 პენ)

ვალენსია: დომენეკი, ლატო (ვასკესი 5), გილიამონი, ჯიომერტი, ფულკიე, სოლერი (მოსკერა 86), რაჩიჩი, მუსა (ხილი73), გედეში, მაქსი გომესი (დურო 73), ანდრე (კოსტა 86)

მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

გრანადა: მაშიმიანუ, ნევა, ტორენტე, სანჩესი, დიასი (კინი 76), მონტორო (მოლინა 66), პეტროვიჩი, მილია (როჩინა 76), უზუნი, პუერტასი (მაჩისი 63), სუარესი (არესო 76)

მწვრთნელი: რობერტ მორენო

მსაჯი: ვალენტინ პისარო გომესი

გაფრთხილება: ჯიომერტი (27), მუსა (34), ანდრე (69); დიასი (63), როჩინა (79), კინი (88)

ოსასუნა -ვილიარეალი 1:0

1:0 ავილა (63)

ესპანიოლი - ხეტაფე 2:0

1:0 კაბრერა (17), 2:0 კაბაკო (27 საკ. კარში)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114536