ფეხბურთი

20:43 | 5.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ გრავენბერხს უტრიალებს

„ბაიერნის“ გენერალური დირექტორი, ოლივერ კანი, მონაკოში ცნობილ აგენტს, მინო რაიოლას შეხვდა. საუბარი სავარაუდოდ „აიაქსის“ 19 წლის ნახევარმცველს, რაიან გრავენბერხს შეეხებოდა.

„დიახ, ვიყავი მონაკოში და რაიოლას შევხვდი. აგენტებთან საუბარი ჩვეულებრივი ამბავია.

გრავენბერხი? ალბათ ხვდებით, რომ ამაზე საჯაროდ არ ვილაპარაკებ.“ - ციტირებს ტვიტერში კანის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

გრავენბერხი „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია. მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში მან ამსტერდამული კლუბის მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი შეასრულა,

ასევე მის ანგარიშზე ნიდერლანდებს ნაკრებში ნათამაშები 10 მატჩი და ერთი გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063916