კალათბურთი

11:36 | 5.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი G ლიგაში (+VIDEO)

NBA-ს განვითარების რიგაში (G ლიგა) სანდრო მამუკელაშვილის „ვისკონსინ ჰერდმა“ „კეპიტალ სიტის“ უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 131:129 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 31 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 18 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 14-დან 8-ჯერ ზუსტად ისროლა.

ბოლო პერიოდში მამუკელაშვილს „მილუოკი ბაქსიში“ სათამაშო დრო იშვიათად ეძლევა, რის გამოც განვითარების ლიგაში უწევს თამაში.

„ვისკონსინ ჰერდი“ 8 მოგებით და 13 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 6 მარტს, შინ ისევ „კეპიტალ სიტისთან“ გამართავს.

0.122635