ფეხბურთი

19:10 | 4.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "იმისთვის ვთამაშობ, რომ ტოპ ლიგაში გადავიდე"

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს სექტემბრის შემდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია, მაგრამ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და დაბრუნებასთან ახლოსაა. 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გერმანულ გამოცემა Kicker-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სწორედ ამ საკითხსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„დაბრუნებისგან შორს არ ვარ, მაგრამ მაინც დრო მჭირდება. სიტუაცია ყოველდღე უმჯობესდება, თუმცა მხოლოდ მაშინ ვითამაშებ, როცა 100%-ით ფორმაში ვიქნები. პრობლემა მქონდა, როგორც წესი, ამ ტრავმა შეხორცებისთვის არცთუ ისე დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ვარჯიშზე ცოტა ბევრი მომივიდა და ამიტომ, კუნთებსა და ძვლებში პრობლემა გამიჩნდა.

ზოგჯერ ფსიქოლოგიური პრობლემა მქონდა, ვცდილობდი ამაზე ზედმეტად არ მეფიქრა. მინდოდა, მოედანზე რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი. მიზანი? ჩემი მიზანი უკეთეს და დიდ ლიგაში თამაშია. ამიტომ ვთამაშობ და ყოველდღე ვვარჯიშობ. ჩემთვის ინგლისის, ესპანეთის, გერმანიისა და იტალიის ჩემპიონატები ძალიან მიმზიდველია.

გვინდა, რომ კარგად ვითამაშოთ და დავამტკიცოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას ვიმსახურებთ. თუ კარგად ვითამაშებთ, მას შევძლებთ. როგორ შეცვლის კელვინ იებოას რასმუს ჰოილუნდი? ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან. მომწონს სწრაფ ფეხბურთელებთან თამაში, რომელთაც ბურთის ფლობა უყვართ. რასმუსი კელვინზე ფიზიკურად ოდნავ ძლიერია და შეუძლია ბურთის უკეთ ფლობა, ძალიან სწრაფია და კარგი დარტყმა აქვს. აუცილებლად, ერთად კარგად ვითამაშებთ.

ძირითადში დაბრუნება გამიჭირდება? გუნდის ყველა ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს და ჯანსაღი კონკურენციაა. ასეთი ტრავმის შემდეგ შეიძლება ეს ნორმალური იყოს, მაგრამ მარტო იმისთვის არ ვბრუნდები, რომ უბრალოდ დავბრუნდე, არამედ მინდა ვითამაშო და გუნდს დავეხმარო“, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ოთარ კიტეიშვილს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს საკუთარ ანგარიშზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115425