თამაშგარე

13:26 | 3.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კონორის და მეის ტრფიალების ამბავი

ფერ-ხორციანი ასული, რომლის ფოტოებსაც ახლა ათვალიერებთ, ირლანდიელი მოდელი და მოცეკვავე მეი კენედია. როდესაც ვამბობთ რომ “ირლანდიელია“, დამოუკიდებელ ირლანდიის რესპუბლიკას ვგულისხმობთ და არა ბრიტანეთის სამეფოს შემადგენლობაში მყოფ ჩრდილოეთ ირლანდიას, რომელიც სხვათა შორის მეის დიდად არ ახატია გულზე.

ეს გოგო ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა და პერსპექტიულად მიჩნეული ინგლისელი მობურთალის, კონორ გალაჰერის გულისსწორია. კონორს ცოტა ხნის წინ ოცნება აუხდა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, რამაც ამ ბიჭისადმი (და შესაბამისად მისი გულისსწორისადმიც) ინტერესი ერთიასად გაზარდა.

მეი კენედი ამჟამად მოცეკვავედ ლონდონის ცნობილ მუსიკალურ-ცენტრებში მუშაობს და დიდი იმედი აქვს, რომ მისი მოცეკვავის კარიერა განსაკუთრებით წარმატებული იქნება. რაც შეეხება მეი კენედი მოდელობას... თამამი და გულმისავალი ფოტოების გადაღებას და ინტერნეტში გამოდებას წინ არასოდეს არაფერი უდგას!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.166012