ფეხბურთი

21:15 | 2.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვერონა" სიმეონეს გამოსასყიდად მზადაა

არგენტინის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი და "კალიარის" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი ჯოვანი სიმეონე შესაძლოა "ვერონას" სრულფასოვანი წევრი გახდეს. როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, "ვერონა" მზადაა კლუბში იჯარით მყოფი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი გამოისყიდოს.

სიმეონეს გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევროა და სკირას ინფორმაციიტ კლუბი უკვე მზადაა ეს თანხა გადაიხადოს. გამოსყიდვის შემდეგ კი ფეხურთელი "ვერონასთან" კონტრაქტს 2026 წლის ივლისამდე გააფორმებს. მიმდინარე სეზონში ჯოვანიმ იტალიის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117037