ფეხბურთი

0:02 | 2.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა

მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი მარკუს გისდოლმა პროტესტის ნიშნად დატოვა. გერმანელმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ აგრესორ ქვეყანაში მუშაობა მის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„მწვრთნელობა ჩემი აზრით საუკეთესო სამუშაოა მსოფლიოში, თუმცა მე არ შემიძლია გავაგრძელო ჩემი საქმიანობა ქვეყანაში, რომლის ლიდერი პასუხისმგებელია აგრესიულ ომზე ევროპის გულში. ეს არ შეესაბამება ჩემს ღირებულებებს და ამის გამო, მე დავტოვე მოსკოვის „ლოკომოტივის“ მწვრთნელის თანამდებობა დაუყოვნებლივ. არ შემიძლია საწვრთნელ ბაზაზე დარჩენა, ფეხბურთელების გაწვრთნა და პროფესიონალიზმის მოთხოვნა, როდესაც რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იძლევიან ბრძანენებს, რომლებსაც დიდი ტანჯვა მოაქვს მთელი მოსახლეობისთვის. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და მის სისწორეში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, - თქვა გისდოლმა.

შეგახსენებთ, რომ მარკუს გისდოლი „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელად 2021 წლის ოქტომბერში დაინიშნა და გუნდს მხოლოდ 12 შეხვედრაში უხელმძღვანელა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111763