კალათბურთი

21:48 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგამ რუსული კლუბები ტურნირიდან გარიცხა

ევროლიგამ რუსული კლუბები ტურნირიდან გარიცხა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ევროლიგის მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებენ მოსკოვის ცსკა, „ზენიტი“, „უნიკსი“, ხოლო ევროთასების ტურნირს ჩამოაშორეს ყუბანის „ლოკომოტივი“.

„ევროლიგა მუდმივად აკვირდება სიტუაციის ევოლუციას. თუ მდგომარეობა ხელსაყრელი გზით არ განვითარდება, რეგულარული სეზონის ყველა მატჩის შედეგი, რომელშიც აქამდე რუსულმა გუნდებმა ითამაშეს, გაუქმდება.

ევროლიგა და მისი კლუბები მშვიდობისადმი მტკიცე ერთგულებას გამოხატავენ, ჩვენ ნებისმიერი ძალადობის და ომის წინააღმდეგი ვართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

თეგებიევროლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124677