ფეხბურთი

19:55 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ VTB Bank-თან კონტრაქტი გაწყვიტა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გენერალურ სპონსორ VTB Bank-თან თანამშრომლობა შეწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დაადასტურა.

როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხთან“ ინტერვიუში აღნიშნა, კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყვიტეს და უკვე ახალ სპონსორს ეძებენ. სფფ იმედოვნებს, რომ მარტის სანაკრებო მატჩებამდე ახალ სპონსორთან შეთანხმება შედგება.

"ვითიბი ბანკის ლოგოტიპი ამოღებულია ფედერაციის ყველა საკომუნიკაციო არხიდან, როგორც ბეჭდური ისე ციფრული მედიიდან და ეროვნული ნაკრები გუნდების ეკიპირებიდან. ფედერაციის ახალი გენერალური სპონსორის შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი", - ნათქვამია სფფ-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ VTB Bank-ი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი 2020 წლის შემოდგომიდან იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109129