ჩოგბურთი

19:22 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მედვედევი: "მინდა, ბავშვების სახელით მშვიდობა ვითხოვო, ყველამ ბავშვს უნდა ჰქონდეს ოცნების უფლება"

რუსმა ჩოგბურთელმა დანიილ მედვედევმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ბავშვებს ოცნებები არ უნდა წაართვან. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნებს შორის მშვიდობას ითხოვს.

„ყველას გახსოვთ რა ვთქვი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის შემდეგ? ეს ამბავი მხოლოდ ჩემზე იყო, ჩემი ბავშვობის ოცნებებზე. დღეს კი, მინდა ვილაპარაკო მსოფლიოს ყველა ბავშვის სახელით. ყველას აქვს ოცნებები, მათი ცხოვრება ახლახან დაიწყო, ბევრი ლამაზი გამოცდილი უნდა გაიარონ, ბევრი მეგობარი, პირველი დიდი ემოციები. ყველაფერი, რაც მათ ესმით და ხედავენ, მათ ცხოვრებაში პირველად ხდება. ამიტომაც, მინდა მსოფლიოში მშვიდობა ვითხოვო, მშვიდობა ქვეყნებს შორის. ბავშვები სამყაროსადმი შინაგანი ნდობით იბადებიან, მათ ყველაფრის ძალიან სჯერათ: ადამიანების, სიყვარულის, უსაფრთხოების და სამართლიანობის, მათი ცხოვრების შანსების. მოდით, ერთად ვიყოთ და ვაჩვენოთ, რომ ეს ასეა, რადგან არცერთმა ბავშვმა არ უნდა შეწყვიტოს ოცნება“, - დაწერა მედვედევმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დანიილ მედვედევი დღეს ATP-ს რეიტინგს სათავეში ჩაუდგა და პირველი ნომერი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115107