ჩრდ. მაკედონიის კალათბურთის ფედერაცია საქართველოს არასწორი ჰიმნის ჩართვის გამო საჯარო ბოდიშის შესახებ განცხადებას აქვეყნებს:
“ძვირფასო ქართველებო,
ჩრდილოეთ მაკედონიის კალათბურთის ფედერაცია გულწრფელ ბოდიშს გიხდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩრდილოეთ მაკედონია – საქართველოს საკვალიფიკაციო მატჩის წინ საქართველოს არასწორი ჰიმნის ჩართვის გამო. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ვიღებთ მტკიცე ვალდებულებას, გამოვასწოროთ ეს სიტუაცია.
ამ სამწუხარო შემთხვევამ მოგვცა მწარე გამოცდილება, რომლის შემდეგაც გადავდგამთ სასწრაფო და კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები.”
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია 79:65 დაამარცხა და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. მატჩის წინ სკოპიეში საქართველოს ძველი ჰიმნი ააჟღერეს.
GBF.GE







