ფეხბურთი

13:46 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი სალიჰამიჯიჩის განცხადებით გაკვირვებული დარჩა

მიუნხენის „ბაიერნი“ და რობერტ ლევანდოვსკი ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მატჩის შემდეგ „რეკორდმაისტერის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა აღნიშნა, რომ მათ პოლონელი ფორვარდის შენარჩუნება სურთ: „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ რობერტი შევინარჩუნოთ“.

თუმცა, ბოსნიელის ამ განცხადებით ლევანდოვსკი გაკვირვებული დარჩა და განცხადებას ასე გამოეხმაურა: „პირველად მესმის ასეთი საუბარი“.

როგორც ჩანს, „ბაიერნს“ 33 წლის ფორვარდთან კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 2023 წელს იწურება, მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია. შეგახსენებთ, პოლონელი ფეხბურთელი მიუნხენური კლუბის დატოვებას გასულ წელს ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ, „ბაიერნში“ დარჩენა მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113855