ფეხბურთი

2:16 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ უშუალო მდევარს 9 ქულით გაუსწრო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ 21 დეკემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა და შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. „მალიორკას“ ერთადერთი გოლი გაბრიელ პაულისტამ გაუტანა მე-4 წუთზე. გიორგიმ კარგად ითამაშა, სამჯერ მოიგერია ბურთი და მათავარი მწვრთნელისგან, ხოსე ბორდალასისგან საქებარი სიტვებიც დაიმასახურა.

„რეალი“ „რაიო ვალეკანოს“ სტუმრობდა და რთული თამაში გამოუვიდა. მასპინძლებს მიჯრით ოთხი მატჩი წაეგოთ, თუმცა კარლო ანჩელოტის გუნდს ბრძოლა გაუმართეს. შესანიშნავად ირჯებოდა კარში ლეგენდარული ზინედინ ზიდანის ვაჟი ლუკა. შეხვედრის დებიუტში მან მარკო ასენსიოს აუღო. პირველი ტაიმის მიწურულს კი კარიმ ბენზემას სახიფათო დარტყმა მოიგერია.

შესვენებმადე კაზემირომ მაინც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობს გამო არ ჩაუთვალა გოლი.

მეორე ტაიმში მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. რამდენჯერმე სტუმართა კარის დარაჯმა, ტიბო კურტუამ იყოჩაღა. ბენზემამ კი თავისი მაინც გაიტანა და „სამეფო კლუბს“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.

ახლა ლიდერმა „რეალმა“ უშუალო მდევარ „სევილიასთან“ უპირატესობა ცხრა ქულამდე გაზარდა. თუმცა ანდალუსიელები თავის მატჩს კვირას გამართავენ „ბეტისთან.“

დღის გვიან მატჩში „ატლეტიკომ“ შინ „სელტას“ რენან ლოდის დუბლით 2:0 მოუგო და 45 ქულით მე-4 ადგილზე დგას.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

26-ე ტური. 26 თებერვალი

მალიორკა - ვალენსია 0:1

პალმა დე მალიორკა. „ვიზიტ მალიორკა ესტადი“

0:1 პაულისტა (4)

მალიორკა: რიკო, კოსტა, რაილიო, ვალიენტი, მაფოეო (გონსალესი 62), სანჩესი (სედლარი 71), სევილია (პრატსი 77), როდრიგესი (ლი კან ინი 71), ანხელი (ნდიაიე 62), კუბო, მურიკი

მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა

ვალენსია: მამარდაშვილი, ალდერეტე, პაულისტა, დიაკაბი, ფულკიე, რაჩიჩი (გილიამონი 77), სოლერი (ჯიომერტი 90+1), მუსა (ელდერ კოშტა 78), ხილი (ანდრე 90+1), დურო (მორიბა 57), გომესი

მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

მსაჯი: ხორხე ფიგეროა ვასკესი

გაფრთხილება: კუბო (16), ვალიენტი (71), კოსტა (84), რაილიო (90+2); ხილი (19), ალდერეტე (23), დიაკაბი (26), მამარდაშვილი (42), მორიბა (88)

გაძევება: მორიბა (90+2)

რაიო ვალეკანო - რეალი 0:1

მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“

0:1 ბენზემა (83)

რაიო ვალეკანო: ლუკა ზიდანი, ფრან გარსია, კატენა, მარიო სუარესი, ბალიუ, ვალენტინი (სისი 65), კომესანია, ალვარო გარსია (სილა 85), ტრეხო (ნტეკა 85), ბებე (პალასონი 73), სერხი გვარდიოლა (ფალკაო 73)

მწვრთნელი: ანდონი ირაოლა

რეალი: კურტუა, მენდი, ნაჩო, მილიტაო, კარვახალი, კროოსი, კაზემირო (ვალვერდე 61), მოდრიჩი (სებალიოსი 88), ვინისიუსი (კამავინგა 88), ასენსიო (როდრიგო 80), ბენზემა

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: ისიდრო დიას დე მერა

გაფრთხილება: ვალენტინი (42), ტრეხო (56), ბალიუ (65), ბებე (72), კატენა (79); კაზემირო (58), მენდი (63), სებალიოსი (90+6)

ატლეტიკო - სელტა 2:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“

1:0, 2:0 ლოდი (36, 60)

ატლეტიკო: ობლაკი, ლოდი (დე პაული 63), მანდავა, ხიმენესი, სავიჩი, ვრსალკო, ერერა, კონდოგბია (ლემარი 68), ლორენტე (კარასკო 64), ფელიში (ლუის სუარესი 72), კორეა (გრიზმანი 64)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

სელტა: დიტურო, მალიო. აიდუ, არაუხო, გალანი, ბელტრანი, სერვი (ნოლიტო 75), დენის სუარესი (სოლარი 81), მენდესი, ასპასი, მინა (გალიარდო 75)

მწვრთნელი: ედუარდო კოუდეტი

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხლება: სავიჩი (12), ხიმენესი (15), ობლაკი (20), მანდევა (50); ასპასი (17), არაუხო (71), გალიარდო (84)

ხეტაფე - ალავესი 2:2

0:1 ესკალანტე (45+1), 1:1 უნალი (55), 1:2 მენდესი (56), 2:2 უნალი (72)

გაძევება: კუენკა (32 ხეტაფე)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112911